თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ რუისპირში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი იყო, ხოლო დაშავდა მეორე მანქანაში მყოფი ორი პირი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
იპნ