ბაიდენი და ძინ პინი ტაივანის აქტის შესრულებაზე შეთანხმდნენ

ბაიდენი და ძინ პინი ტაივანის აქტის შესრულებაზე შეთანხმდნენაშშ -ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს ისინი „ტაივანის შეთანხმების“ შესრულებაზე შეთანხმდნენ.

“სი ძინპინს ტაივანზე ვესაუბრე. ვთანხმდებით, რომ ჩვენ შევასრულებთ ტაივანის შეთანხმებას,”- აღნიშნა ბაიდენმა.

როგორც ჩანს, ბაიდენი გულისხმობს ვაშინგტონის “ერთი ჩინეთის პოლიტიკას”, რომლის მიხედვითაც იგი ოფიციალურად აღიარებს პეკინს და არა ტაიბეის, და „ტაივანთან ურთიერთობის აქტს“, რომელიც ცხადყოფს, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება ტაივანის ნაცვლად პეკინთან დიპლომატიური კავშირების დამყარებაზე ეფუძნება მოლოდინს, რომ ტაივანის მომავალი განისაზღვრება მშვიდობიანი გზით.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში ძალით უნდა იქნას დაკავებული. ტაივანი აცხადებს, რომ ის არის დამოუკიდებელი ქვეყანა და დაიცავს საკუთარ თავისუფლებასა და დემოკრატიას.

ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა სატელეფონი საუბარი ჩინეთსა და ტაივანს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე გამართეს.

ტაივანში აცხადებენ, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში მის საჰაერო თავდაცვის ზონაში ჩინეთის საჰაერო ძალების 148 თვითმფრინავი დააფიქსირეს.

იპნ