ბათუმში 13 წლის გოგონა თანატოლებმა რესტორანში ცემეს

ბათუმში 13 წლის გოგონა თანატოლებმა რესტორანში ცემესბათუმში მერვე კლასის მოსწავლე რეინჯერების ძველ რესტორანში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს.

სავარაუდოდ, ასევე არასრულწლოვნები 13 წლამდე გოგოს აგინებენ და ფიზიკურად უსწორდებიან.

არასრულწლოვნებმა სასტიკი ფაქტი მობილურით გადაიღეს და სოციალურ ქსელ “ტიკ ტოკზე” გაავრცელეს.

მითხარი, რა ხარ… მითხარი მეთქი, რა ხარ, კიდე გაიმეორე, თორე დაგარტყამ კიდევ ერთხელ”, – მიმართავს მოძალადე არასრულწლოვანი თანატოლს.
მომხდარს წინ სკოლის მოსწავლის მიმართ კიბერბულინგი უძღოდა.

სკოლა ფაქტს ადასტურებს.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, დაზარალებულის მშობლებმა შსს-ს უკვე მიმართეს. მისივე თქმით, ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.

სკოლამ მშობლები სკოლაში დაიბარა, ისინი ადმინისტრაციის წევრებს შეხვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

ტვ პირველი