ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ნგრევა, სავარაუდოდ, აფეთქებას მოჰყვა.
„ჯერ ხმა იყო და შემდეგ ჩამოინგრა, სავარაუდოდ, აფეთქდა რაღაც“,- განაცხადა თვითმხილველმა „ბათუმელებთან“ საუბრისას.
კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
საგანგებო-სიტუაციის სამსახურის თანამშრომლებს კორპუსის ჩამონგრეული ნაწილის გვერდით სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეები აივნიდან სახანძრო კიბის საშუალებით გამოყავთ.
ცოტა ხნის წინ მაშველებმა არასრულწლოვანი გამოიყვანეს, რასაც მოსახლეობა ტაშით შეხვდა.
კორპუსის ჩამონგრევისას არასრულწლოვანი კორპუსთან მდგარ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ხოლო მშობლები ავტომანქანასთან.
მაშველებმა კორპუსიდან ახალშობილი გამოიყვანეს. ბავშვი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
იპნ