ბათუმში ერთი ადამიანი დაჭრეს

 ბათუმში ერთი ადამიანი დაჭრესბათუმში, ჯავახიშვილისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების კვეთაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ადგილზე ცოტა ხნის წინ ერთი ადამიანი დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.