სირიის დედაქალაქ დამასკოში სამხედრო ავტობუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 13 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 3 კი- დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აფეთქდა, როდესაც ავტობუსი ჰაფეზ ასადის ხიდზე მოძრაობდა.
გაეროს მონაცემებით, სირიაში 10 წლის წინ დაწყებულ სამოქალაქო ომს სულ მცირე 350 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
იპნ

