დავით კირკიტაძე – “რუსთავში საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციას აქვს”

დავით კირკიტაძე - "რუსთავში საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციას აქვს"“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ოპოზიცია რუსთავის საკრებულოში 61% აქვს:

– უნდოდათ იმ უბნების ჩაშლა, სადაც დამარცხდნენ და ჩვენ გავიმარჯვეთ. არაერთხელ დათვალეს. იყო მანიპულაციის სხვადასხვა მეთოდები. მოკლედ, არ იყო ის არჩევნები, რასაც ჰქვია სამართლიანი არჩევნები, მაგრამ ესეც არ ეყოთ და რუსთავში მწარედ დამარცხდნენ. საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა გვაქვს.

– მთლიანობაში ვერ აჩვენეთ ის შედეგი, რაც მოიტანდა ვადამდელს. ამაზე როგორია თქვენი შეფასება?

– სად არ აჩვენა, რა ვერ აჩვენა?! სადაც ხელისუფლებამ შეძლო, იძალადა და მოახერხა მოქალაქეების თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენა, იქ დაიწერეს მაღალი პროცენტები, თორემ, სადაც ვერ მოახერხეს, ისეთ ქალაქებში ყველგან დამარცხდა ხელისუფლება და ვერსად ვერ აიღო 43%. ახლოსაც კი ვერ მივიდა 43%-თან. მაგალითად, რუსთავში “ქართულ ოცნებას” საერთოდ 38% აქვს.

– რა გეგმა გაქვთ ოპოზიციას, აღიარებთ შედეგებს?

– ოპოზიცია შეიკრიბება და გადაწყვეტენ, რა გეგმა გვაქვს და რა სტრატეგიით ვიმოქმედებთ. ახლა ვერაფერს გეტყვით ამაზე.

– პირადად თქვენი – დავით კირკიტაძის პოზიცია როგორია? უნდა გადაინაცვლოს თუ არა პოლიტიკურმა პროცესმა ქუჩაში?

– ერთობლივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ.

– ეგ გავიგე, მაგრამ თქვენი აზრი რა არის ამასთან დაკავშირებით?

– რასაც ოპოზიცია გადაწყვეტს, ისე იქნება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა