ცოტა ხნის წინ დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსში მუშა შახტში ჩავარდა.
მუშა მე-8 სართულზე იყო, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა
ლიფტის შახტში ჩავარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – 20 წლის მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს. ექიმების თქმით, ის კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, თუმცა ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მომხდარის შესახებ განმარტავს, რომ სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები სრულად იყო დაცული.
“არანაირი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა არ ყოფილა ჩვენთან. უბრალოდ, ლამინატის ქვეშ კოჭი ყოფილა დაზიანებული როგორც ჩანს და ჩაუტყდა. მუშა კარგად არის, არაფერი პრობლემა არ აქვს, ყველაფერი წესრიგში აქვს,” – ამბობს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
შემთხვევა სამშენებლო კომპანია “გალაქსი კონტრაქშენის” სამშენებლო ობიექტზე მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
რუსთავი 2