საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია.
„დილა მშვიდობისა, საქართველო“, – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქგვერდზე. სოციალურ ქსელში მისი ვიდეოც ვრცელდება. როგორც ვიდეოდან ირკვევა, იგი ბათუმში იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილმა ყველას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.