„ეს არის ძალიან ნაღვლიანი დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის“ – გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის დაბრუნებაზე

„ეს არის ძალიან ნაღვლიანი დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის“ - გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის დაბრუნებაზეენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ექსპრეზიდენტი ნამდვილად ჩამოვიდა თუ არა, რადგან ორივე შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფო ზიანდება. ვაშაძის განმარტებით, აღარც ხელისუფლებას და აღარც ოპოზიციას ქვეყნის ბედი აღარ აღელვებს:

“აბსოლუტურად პატიოსნად გეუბნებით, მნიშვნელობა არ აქვს დაბრუნდა თუ არ დაბრუნდა. ეს არის ძალიან ნაღვლიანი დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის. იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში, ზიანდება ჩვენი სახელმწიფო და კიდევ ერთი მტკიცებულება არის იმის, რომ აღარც ხელისუფლებას და აღარც ოპოზიციას ამ საწყალი ქვეყნის ბედი აღარ აინტერესებს.

კოლონები დაიძვრება თუ არ დაიძვრება, იმ კოლონებში მე ნამდვილად არ ვიქნები, ეს შემიძლია გითხრათ და რევოლუციური სცენარი საქართველოსთვის დღეს იქნება დამანგრეველი” – აცხადებს ვაშაძე.