გიორგი მიქაუტაძე ბელგიის მე-10 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

გიორგი მიქაუტაძე ბელგიის მე-10 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდაბელგიური სერენის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ბელგიის იუპილერ ლიგის მეათე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ფენტეზი ფუტბოლის მიხედვით.

20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ყველაზე მეტი ქულა დააგროვა ფენტეზიში – 17 ქულა.

გიორგიმ „ზულტე ვარეგემთან“ შესანიშნავად ითამაშა, ჰეთ-თრიქი შეასრულა, რომელიც მისთვის სეზონში მეორე იყო, მაგრამ კონკრეტულად ბელგიის უმაღლეს დივიზიონში პირველი.

შეგახსენებთ, „სერანში“ დაბრუნების შემდეგ მიქაუტაძემ 5 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და ორჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა (ერთხელ ბელგიის თასზე).

მსოფლიო სპორტი