გიული ალასანია _ “ჩემს შვილს შიმშილობის შეწყვეტაზე დაველაპარაკე, მაგრამ უარი მითხრა”

გიული ალასანია _ "ჩემს შვილს შიმშილობის შეწყვეტაზე დაველაპარაკე, მაგრამ უარი მითხრა"გიული ალასანიამ ცოტა ხნის წინ დატოვა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება.

ის შვილს დღეს პირველად შეხვდა 10 დღიანი პატიმრობის შემდეგ, როგორც გიული ალასანია ამბობს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა კვლევების ჩატარება, ზოგადი მდგომარეობა კი დედის შეფასებით დამაკმაყოფილებელია.

– თუმცა, რა თქმა უნდა, არ არის ძველებურად, – თქვა გიული ალასანიამ.

შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მან საუბარი წამოიწყო, თუმცა შვილისგან უარი მიიღო.

– ვიცოდი აზრი, რომ მაგაზე საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა, მეც წამოვიწყე ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ არ იყო მიღებული ეს თემა და შევცვალე თემა, – თქვა გიული ალასანიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ.

კითხვაზე უჭირს თუ არა გადაადგილება მესამე პრეზიდენტს, გიული ალასანიას თქმით, ის ოთახი, სადაც შვილს შეხვდა, ამის დასკვნის საშუალებას არ იძლევა.

მიხეილ სააკაშვილი დღეს პირველად შეხვდა შვილებსაც:

– ერთ შვილს ელაპარაკა, მეორე შვილს ელაპარაკა, შესაბამისად იმ საკითხებზე რომელიც იმათ ეხებოდათ. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა უბრალოდ ჩვენ გაგვიხარდა, პირველი შეხვედრა იყო ჩვენთვის, – თქვა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, შვილთან პოლიტიკურ თემებზე, მათ შორის სასამართლოზე არ უსაუბრია, თუმცა აცხადებს, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაინიშნოს.

– ჩემი აზრია, რომ, რა თქმა უნდა, სასამართლო პროცესის ჩანიშვნა ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. რა არის გადასადები, ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ცნობილია უკვე რამდენი ხანია, რაღა საჭიროა ამის ყველაფრის გადადება, – თქვა მან.

მთავარი