გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას, კავშირის შესახებ ნიკო კვარაცხელიას მკვლელებთან.
გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ “ამბები” გოგლა ჟვანიას დაუკავშირდა:
– ბუსა დაახლოებით ერთი თვეა, საზღვარგარეთაა წასული, მაგისტრატურაში აპირებს სწავლის გაგრძელებას. ჭორებზე კომენტარის გაკეთება ძალიან არასერიოზული მგონია. ამ ინფორმაციას ვინც ავრცელებს, მათ თქვან, რა, საიდან, როგორ და ვინ ვის დაუკავშირდა. არც ჩემთან, არც ნინოსთან და ბუსასთან არავინ მოსულა, მცდელობაც არ ჰქონიათ დაკავშირების და არც კითხვები დაუსვამთ. ეს აგორებული უაზრო თემა მგონია.
– თუ იცით, იცნობდა ბუსა აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს?
– არ ვიცი, ჩემთვის უცხო გვარებია, არაფერს მეუბნება. მე ნინოსაც ვესაუბრე, ბუსას დედას, თვითონაც გაოგნებულები არიან… ნინო ბუსასთან ერთად წავიდა გერმანიაში, ახლა ზუსტად არ ვიცი, სად არიან, სხვადასხვა ქვეყნებში უნდა ეცადა ჩაბარება. ჩამოვა ნინო და ამ ბრალდებაზე ყველას პასუხს გასცემს.
ამბები

