სასტიკი დანაშაული გორში – “ტვ პირველის” ინფორმაციით, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულებმა, ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის შემდეგ, ტომას კენედის მობილური ტელეფონი 350 ლარად, გორის ერთ-ერთ ლომბარდში დაალომბარდეს.
“პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულებმა გამოიყენეს 28 წლის უცხოელის საბანკო ანგარიში.
კენედის მკვლელობის ბრალდებით, 4 პირია დაკავებული, მეხუთეს, ასევა ახალგაზრდა მუსიკოსს გამოძიება უმძიმესი დანაშაულის დაფარვას ედავება.
საზარელი მკვლელობა 7 ოქტომბერს მოხდა. ირკვევა, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს ფიზიკურად მტკვრის მიმდებარედ გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მყოფი დანაშაულის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს.
ბრალდებულები გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები, ისინი ამ დროისთვის დუმილის უფლებით სარგებლობენ.
დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ტვ პირველი

