„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ახლა მიშა-ბიძინას თამაში მიმდინარეობს.
– როგორც ჩანს, მეორე ტურამდე გაგრძელდება. მე მგონია, რომ წარმატება სხვა რამეა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის სხვა რამე იყო და არა ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციის შექმნა.
– თქვენი აზრით, იქნება ზურა ჯაფარიძე წარმატებული ვიცემერი?
– არ ვიცი, ვერ გეტყვით. მოდით, აქედან დავიწყოთ – საერთოდ იქნება თუ არა ვიცემერი. ჯერ იქამდე მივიდეთ და მერე დავაკვირდეთ სიტუაციას. როგორ გითხრათ ახლა, რადგან ვიცემერის წარმატება იმდენ რამეზეა დამოკიდებული, ვფიქრობ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია არ არის საკმარისი, რომ არა მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძის, არამედ ზოგადად ვინმეს მიმართ ვარაუდები გამოვთქვათ, წარმატებული იქნება, წარუმატებელი ან იქნება თუ არა საერთოდ.
– მგონი, თქვენ ამ არჩევნებზე კალაძეზე დებთ ფსონს. ასეა?
– მე არ მივდივარ ამ არჩევნებზე და არც ფსონის დადებას ვაპირებ.
– ხმის მიცემასაც არ აპირებთ?
– არა, ვის უნდა მივცე ხმა?! ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ეს არის ერთიანი თამაში. ეს არის ერთიანი თამაშის ნაწილი და არ მინდა ამ თამაშში მონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენთვის დიდი განსხვავება არ არის იმაში, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს და რა მოხდება ამ არჩევნებში. ეს არაფრის გადამწყვეტი არ არის. ერთიან თამაშში ვრჩებით, რომლისგანაც გამოსვლა მგონია სწორი და არა ის, რომ ვთქვათ, ამ თამაშში შიგნით ფიგურები ასე ან ისე იცვლებოდნენ.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა