ინტერნეტში სააკაშვილის ბინაში დაკავების კადრები გავრცელდა – ვიდეო

ინტერნეტში სააკაშვილის ბინაში დაკავების კადრები გავრცელდა - ვიდეოინტერნეტში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეო მასალა ვრცელდება. კადრები სავარაუდოდ თბილისში, სანზონაში, იმ სახლშია გადაღებული, სადაც მესამე პრეზიდენტი აიყვანეს.

ვიდეოში ჩანს, როგორ უკეთებენ ყოფილ პრეზიდენტს ხელბორკილს, ისმის საუბარიც.

ვიდეო, სავარაუდოდ, პოლიციელების მიერაა გადაღებული. მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ დაკავების დროს მასთან უხეშ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, ყველა პოლიციელმა ვინც დასაკავებლად მისული იყო მასთან სელფი სათითაოდ გადაიღო.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა პირველი ოქტომბერს მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უკვე საქართველოში იყო. მოგვიანებით მან ორი ვიდეოც გამოაქვეყნა. “ქართული ოცნება” ფაქტს მთელი დღის განმავლობაში უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. საღამოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი დაკავებულია, მანამდე გაჟღერებული უარყოფა კი “ოპერატიული ტაქტიკით” ახსნა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.