ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე უარი თქვა.
როგორც ირინე ლომინაძე განმარტავს, მას არ სურდა პოლიტიკოსი პაატა ბურჭულაძის გაცნობა.
მისივე მტკიცებით, საუბარი არ ყოფილა შენობაში შესვლასა და დასის გაცნობაზე.
„ჩემთან არავინ მოსულა თეატრში შემოშვებისთვის. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს სურდა ჩემი გაცნობა. მას არ უთქვამს, რომ სურდა შემოსვლა. რა უფლებით არ შემოვუშვებდი, სირცხვილია პაატა ბურჭულაძე არ შემოუშვა თეატრში. მე ვუთხარი, როგორც მსოფლიო ბანს ჰქონდა ჩემი უდიდესი პატივისცემა და ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე იმღერებს ჩემს თეატრში, მაგრამ, როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდებითქო. ეს არის ჩემი უფლება. მე არ ვცემ იმ პარტიას პატივს, რომელი პარტიის გვერდითაც დგას პაატა ბურჭულაძე. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს. როგორ გგონიათ, მას ეთქვა, რომ შეხვედრა სურდა დასთან და მე ამის დაშლის უფლება მქონდა?”-აცხადებს ირინე ლომინაძე.
იპნ