“კალაძე არჩევნების შემდეგ შეიძლება გახარიას გზით წავიდეს” – გია ნოდია

"კალაძე არჩევნების შემდეგ შეიძლება გახარიას გზით წავიდეს" - გია ნოდიაპოლიტოლოგი გია ნოდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში კალაძის გეგმებზე საუბრობს.

– სასწორზე ვისი თამასაც ყველაზე მეტად დევს, ის ყველაზე მოზომილია „ოცნების“ ლიდერებს შორის. ვგულისხმობ კალაძეს. რითი აიხსნება ეს?

– მთელი საარჩევნო კამპანია ასე იყო და, სულ მცირე, ბოლო 1 წელია, ასეა. არ ვიცი. კალაძეს, როგორც ჩანს, აქვს დამოუკიდებელი გეგმები. თუ სხვები არიან ივანიშვილის მსახურები, თუ შეიძლება ასე ითქვას, მის ინსტრუქციებს ასრულებენ, კალაძეს აქვს თავისი პოლიტიკური ამბიციები და უნდა წარმოადგინოს თავი, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ, რა თქმა უნდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის ასოცირებული, მაგრამ საკუთარი დამოუკიდებელი პერსპექტივაც აქვს, ამიტომ რაღაც დისტანციას იკავებს „ქართული ოცნების“ კარზე.

– ანუ შესაძლოა ველოდოთ, რომ გახარიას გზით წავიდეს?

– გამორიცხული არაფერია. რაღაც ეტაპზე შესაძლოა ეს მოხდეს ან არ მოხდეს. არა მგონია, რომ ზუსტი და მკაფიო გეგმები აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, გახარია თვითონ არ გამორიცხავდა ამას, როდესაც ხაზს უსვამდა თავის სხვაგვარ დამოკიდებულებას კალაძის მიმართ.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა