კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე მობილიზებული ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველია.
– ნეიტრალური ამომრჩეველი რამდენად მივა მეორე ტურზე, რამდენად აქვს მას ეს მზაობა, რთული სათქმელია.
– რა უნდა გააკეთოს ამისთვის ოპოზიციამ?
– რაც შეიძლება მეტი აქტიური კამპანია. ამომრჩევლის ამ ნაწილის მიყვანა საარჩევნო ურნებთან, ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა. ვერ გეტყვით, როგორ შეასრულებენ ამ ამოცანას, მაგრამ ფაქტია, რომ ამაზე ბევრი იქნება დამოკიდებული.
– კახა კალაძემ განაცხადა, ბოლომდე უნდა დავამარცხოთ ბოლშევიზმი, ბოროტება და სიძულვილიო.
– კალაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის სტილი უნდა დავასრულოო?! შესანიშნავია, მივესალმები! ეს ნიშნავს განაცხადს “ქართული ოცნების” მმართველობის სტილისგან გამიჯვნას.
– ასე გაიგეთ?
– ბუნებრივია. სისხლიანი ბანერები და ძალადობა პირველ ტურში ვისი მხრიდან იყო?! ფაქტია, რომ ამ კამპანიის დროსაც კი აშკარა იყო, რომ კალაძისთვის პარტია “ქართული ოცნება” დისკომფორტი, პრობლემა იყო. ის ხშირად ემიჯნებოდა პარტიას და ეს პირდაპირ გამოჩნდა გახარიასადმი წაყენებულ ბრალდებაში ნარკოტიკებთან დაკავშირებით. კალაძემ პირდაპირ უთხრა მის თანაგუნდელებს, არაკაცები ხართო. ვინც გახარიასთან დაკავშირებით ნარკოტიკებზე სკანდალი ააგორა, არაკაციაო. ეს თქვა.
– როგორი იქნება გახარიას როლი მეორე ტურის წინ?
– გახარია ე.წ. ოქროს გასაღებს ინარჩუნებს. მეორე ტური იქნება თუ შემდეგ უკვე საკრებულოში მუშაობისას, მისი მონაწილეობის გარეშე რომ არ მიიღებოდეს გადაწყვეტილება, ამაზე მუშაობს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა