ხატია დეკანოიძე – 43,75%, იოსებ ხახალეიშვილი – 41,86% – ქუთაისში მე-2 ტური იქნება

ხატია დეკანოიძე - 43,75%, იოსებ ხახალეიშვილი - 41,86% - ქუთაისში მე-2 ტური იქნებაქუთაისში მერობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მთავარი კონკურენეტები ხატია დეკანოიძე ენმ-დან, ხოლო “ქართული ოცნებიდან” იოსებ ხახალეიშვილი იქნებიან. დარღვევებით ჩატარებული არჩევნების ფონზე ქვეყნის მეორე დიდი ქალაქში ოპოზიცია ლიდერობს.

ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში ქუთაისში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

– უმნიშვნელოვანესი დარღვევები იყო ქუთაისში. ეს დარღვევები იყო: ფულის დარიგება, მათ შორის, კოვიუბნებზე სერიოზული პრობლემა, ამიტომ დავალოდოთ შედეგებს, ჩვენი წარმომადგენლები დგანან, ითვლიან, იცავენ ხმებს. მე ვფიქრობ, რომ ქუთაისში იქნება ძალიან კარგი შედეგი, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

ტვ პირველი