ოპოზიცია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში ლიდერობს – მთავარის ეგზიტპოლი

ოპოზიცია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში ლიდერობს - მთავარის ეგზიტპოლიდღევანდელ არჩევნებში მერობის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა? – “მთავარი არხის” დაკვეთით, კომპანია “ანოვას” მიერ საქართველოს 5 ქალაქში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:

თბილისი
ნიკა მელია – 51%
კახა კალაძე – 49%
ზუგდიდი
ანზორ მელია – 53%
მამუკა წოწერია – 47%
ბათუმი
გიორგი კირთაძე – 51%
არჩილ ჩიქოვანი – 49%
რუსთავი 
დავით კირკიტაძე – 53%
ნინო ლაცაბიძე – 47%
ქუთაისი 
ხატია დეკანოიძე – 53%
იოსებ ხახალეიშვილი – 47%
ეგზიტპოლი ჩატარდა “მთავარი არხის” დაკვეთით, გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია “ანოვამ”. შედეგების დათვლაზე იმუშავა სტატისტიკოსების ჯგუფმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.

გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

ეს შედეგები ასახავს 18:00 საათის მონაცემებს.

მთავარი