ქაბულში მეჩეთის შესასვლელი ააფეთქეს – რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

ქაბულში მეჩეთის შესასვლელი ააფეთქეს - რამდენიმე ადამიანი დაიღუპაქაბულში, მეჩეთის შესასვლელში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

აფეთქება ავღანეთის დედაქალაქში, ეიდ გაჰის მეჩეთის შესასვლელთან მოხდა, სადაც ,,თალიბანის” სპიკერის ზაბიჰულა მუჯაჰიდის დედის ხსოვნის ცერემონია ტარდებოდა.

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

იპნ