ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.
შემთხვევა დღეს მოხდა. ნგრევას მსხვერპლი არ მოყოლია და არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, სახლში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი დაგროვდა, რამაც აფეთქება და ნგრევა გამოიწვია. შემთხვევის ადილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.
გაპონოვის ქუჩაზე მდენარე აღნიშნული სახლი მე-19 საუკუნის შენობაა და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს.
იპნ