რუსლან შამახია – “პოლიციამ გაფორმებული თოფები წამართვა” – ხობში ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა დააკავეს

რუსლან შამახია - "პოლიციამ გაფორმებული თოფები წამართვა" - ხობში ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა დააკავესხელისუფლებამ სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგო სპეცოპერაციების სერია დაიწყო.

20 ოქტომბერს გვიან ღამით, ხობში, საგანგებოდ ჩავიდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

დაკავებულია ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, რომელსაც გვიან ღამით სახლში შეუვარდნენ და “ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ხელყუმბარაც დაუდეს.

ჩხრეკა ჩატარდა პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას სახლშიც. წაღებულია მისი კუთვნილი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც მას უკვე წლებია, აქვს.

რუსლან შამახია მომხდარს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ყოფილი ძალოვანების მიმართ დევნა დაიწყო, რადგან ისინი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ხელს უშლიან.

შამახიამ ლექსო რაფავას დაკავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა “ჩაუდო”.

“მქონდა ინფორმაცია რომელმაც გაამართლა, ლექსო რაფავა დააკავეს და მისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა, რომელიც ჩაუდეს და არის მაგის მოწმეები, ოჯახის წევრები. არ ვიცი, ეს რას ემსახურება, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არის არჩევნები, ჩვენ მათ ხელს ვუშლით კარუსლების გაკეთებაში, პასპორტები და მთელი კასკადია გაყალბებების.

ჰქონდა მიყურადება ჩემ სახლს, ოჯახს, გაჩხრიკეს კიდეც. როგორც ოჯახის წევრი მეუბნება წაღებულია სანადირო თოფები, რომლებიც გაფორმებულია”, – თქვა რუსლან შამახიამ.

პოლიციას 20-მდე დასაკავებელი ადამიანის სია აქვს, რომლებიც ოპოზიციის ხმებს იცავენ და არჩევნების გაყალბების სქემას შიფრავენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიზანი ამომრჩევლის დაშინებაა.

“როგორ შეიძლება, ადამიანს ხელყუმბარა ჩაუდო, მიხვიდე ერთერთ აქტივისტთან და დაიჭირო, ეს მაშინ, როდესაც 1 წელი გავიდა, რაც მილიონი წაიღო ესებუამ და ის არ დაუჭერიათ. ესენი სულს ღაფავენ და იკბინებიან ახლა. მთვარობას მივმართავ, დაწყნარდით, წაგებულები ხართ,ზუგდიდი წააგეთ. ან ჩემს კონკურენტს როგორც სძინავს სახლში, ასეთ სიბინძურეებს რომ სჩადიან, მოვიდეს და დამიდგეს გვერდით”, – თქვა ზუგდიდის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, ანზორ მელიამ.

მთავარი