რუსთავში მამაკაცი ფუნთუშის ჭამის დროს გარდაიცვალა

რუსთავში მამაკაცი ფუნთუშის ჭამის დროს გარდაიცვალაუბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, XIV მიკრორაიონში 60 წლამდე მამაკაცი ფუნთუშის მიღების დროს ცუდად გახდა. მამაკაცს, სავარაუდოდ, საკვები სასულეში გადსაცდა და ის გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპჟი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.