რუსთავის პოლიციამ საშაურმეში შეჭრის ფაქტზე 4 მამაკაცი დააკავა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, საქმე ეხება მესხიშვილის ქუჩაზე მომხდარ ინცინდენტს, რომლის დროსაც ახალგაზრდებმა ჯგუფურად კომერციული ობექტების თანამშრომლებს სცემეს.
მომხდარზე დაკავებულია 4 ახალგაზრდა კაცი, რომელთაგან სამს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ძალადობა და მასში მონაწილეობა), ერთს კი 225-ე და 178-ე (ძარცვა) მუხლებით აქვთ წარდგენილი.
1 ოქტომბერს რამდენიმე პირმა მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში შეჭრა და თანხის წაღება სცადა, რასაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

