კომიკური – ასეთ შეფასებას აძლევს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია, სააკაშვილის სარკმელთან გამოჩენასთან დაკავშირებით, გენინსპექციის მიერ დაწყებულ მოკვლევას.
ბასილაიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა ტელევიზორიც წაართვან. მისი შეფასებით სააკაშვილის გარესამყაროსგან სრულად იზოლაცია, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო მოთხოვნაა.
,,ნაცვლად იმისა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი ჩაატარონ, ნაცვლად იმისა, რომ პიჯაკების საქმეზე პროცესი ჩანიშნონ, ნაცვლად იმისა რომ საზღვრის კვეთის საქმეზე წინასასამართლო პროცესი განსაზღვრონ, ხელისუფლება დაკავებულია იმის კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა როდის მიიღო შხაპი, შხაპის მიღების დროს სარკმელთან რატომ იყო და ა.შ. ეს ყველაფერი კომიკურია.
ღარიბაშვილი იმდენად გამწარდა, რომ ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაცია გარესამყაროსგან, პენიტენციური სამსახურის უფროსს ყური აუწია და დაავალა რაღაც ღონისძიებები გადაედგათ. რაღაც მოკვლევაზე საუბრობენ”, – განაცხადა ბასილაიამ.
ნიუპოსტი

