მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, მესამე პრეზიდენტს გარდა ტელევიზორისა, ლეიბსაც არ აძლევენ. მისივე განმარტებით, მიუხედავად ერთკვირიანი შიმშილობისა, თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობს:
“მიშა თავს გრძნობს ძალიან ენერგიულად, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის მე-7 დღეა. ხელისუფლება ცდილობს, როგორც მიშას იზოლირებას, ასევე მისი ყოფითი პირობების გაუარესებას, მაგალითად ტელევიზორის დაუდგმელობა, ლეიბის საკითხი,რ აც ამ დრომდე არ აქვს. ჩვენ ყველას გვესმის შეშინებული ხელისუფლების პოზიციები, მათ უნდათ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან მიშას. ამავე დროს, ვხედავთ, როგორი ქოსატყუილა ხელისუფლება გვყავს”, – აცხადებს ბექა ბასილაია.

