დღეს, 20 ოქტომბერს, NBA-ს ახალი, 2021/22 წლების სეზონი დაიწყო. პირველი შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა “მილუოკი ბაქსმა” “ბრუკლინ ნეტსს” უმასპინძლა და 23-ქულიანი სხვაობით, 127:104 დაამარცხა.
“ირმების” შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 7 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 1 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით დაეხმარა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ. ლიგის ორგზის საუკეთესო კალათბურთელმა თავი 32 ქულით, 14 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
“ბრუკლინის” რიგებიდან კევინ დურანტმა 32 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი
გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა.
ჯეიმს ჰარდენმა 20 ქულა, 8 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
“ბაქსმა” ტიტულის დაცვა მშვენივრად დაიწყო. “ირმები” მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს, “მაიამი ჰიტის” წინააღმდეგ გამართავს. “ნეტსი” 23 ოქტომბერს “ფილადელფიას” დაუპირისპირდება.
სპორტალი