საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დიდი ჯგუფი დააკავეს. დაკავებულებს სიგარეტის კონტრაბანდის სქემის შშექმნას ედავებიან.
ირკვევა, რომ დაკავებულები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იაფიან თამბაქოს ეზიდებოდნენ და მოგებიდან წილი ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან მიჰქონდათ.
სამართალდამცველებმა სულ 37 ადამიანი აიყვანეს.
საფრანგეთის ჟანდარმერიის ინფორმაციით, ქალაქ ამიენის პოლიციამ 61 ჩხრეკა ჩაატარა და სიგარეტით უკანონოდ ვაჭრობისა და მოპარული ავტომობილების გაყიდვის გამო სომხებისა და ქართველების ჯგუფები დააკავა.
ტვ პირველი