ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც დღეს, 7 ოქტომბერს 6-სართულიანი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.
ადგილზე მყოფმა მაშველებმა რამდენიმე ადამიანის ხმა გაიგონეს. ნანგრევებიდან გაიგონეს ადამიანის ხმა – „შემიძლია სუნთქვა“.
ერთ-ერთი მაშველი გავიდა კონტაქტზე ნანგრევებს შორის მოყოლილ პირთან. მაშველის კითხვაზე – „გესმის თუ არა ჩემი ხმა“ – კაცმა უპასუხა, რომ ესმის.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები.
ბათუმელები