შორენა ბეგაშვილის შეყვარებულმა ანასტასია შატალოვას მკვლელი დაიქირავა? – რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება

შორენა ბეგაშვილის შეყვარებულმა ანასტასია შატალოვას მკვლელი დაიქირავა? - რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიებარუსთავი 2-ის ცნობით,  ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან კანონიერი ქურდის კავშირი იკვეთება. “კურიერის” ინფორმაციით, გამოძიება დაკვეთის ვერსიაზე მუშაობს.

კერძოდ, ექსკლუზიური ინფორმაციით, დამკვეთმა საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ე. წ. კანონიერ ქურდს, მეტსახელად “ჭიას” ანასტასია შატალოვას ლიკვიდაციისთვის შემსრულებლების პოვნა სთხოვა. ამის შემდეგ ლაშა ბარათელი დაუკავშირდა თბილისში ერთ-ერთ პირს, რომელსაც დანაშაული სისრულეში უნდა მოეყვანა.

ლაშა ბარათელი შორენა ბეგაშვილის შეყვარებულია. პრაიმ ტაიმის ცნობით,  შორენა ბეგაშვილმა დღეს ინსტაგრამში დაწერა, რომ ლაშა ბარათელთან მისი რომანი დასრულებულია.

რამდენად არის კავშირში ლაშა ბარათელთან რომანის ასე უცბად დასრულება აღნიშნულ ინფორმაციასთან, უცნობია.

“კურიერისთვის” ცნობილია ისიც, რომ მკვლელს პირობის შესრულებაში 20 000-მდე დოლარი უნდა აეღო. ვის სურდა 25 წლის ქალის თავიდან მოცილება, ამის შესახებ შემთხვევის დღიდან ბევრი ვერსია გავრცელდა, მათ შორის ფიგურირებს ზურაბ ბერიძის სახელი, რომელთანაც მოკლულს საერთო შვილთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა. “რუსთავი 2-ისთვის” მიცემულ პირველ კომენტარში შატალოვას დედამ თქვა, რომ მის შვილს უთანხმოება ბერიძის გარდა არავისთან ჰქონია.

ოჯახის პოზიციას კი ანასტასია შატალოვას ინტერესების დამცველი აჟღერებს. პაატა შავაძემ დღეს შატალოვას გამოკითხვის ოქმი გაასაჯაროვა. ადვოკატის თქმით, ჯერ კიდევ თვეების წინ ქალი ზურაბ ბერიძეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა, ოქმში წერია, რომ ზეწოლა მცირეწლოვან ბავშვზეც ხორციელდებოდა.