თალიბებმა ფრენბურთელ ქალს თავი მოჰკვეთეს

თალიბებმა ფრენბურთელ ქალს თავი მოჰკვეთესქაბულში თალიბებმა ავღანელ ახალგაზრდა ფრენბურთელ ქალს, მაჰჯაბინ ჰაკიმს თავი მოჰკვეთეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჰაკიმის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, რომლის ვინაობაც მისი უსაფრთხოების მიზნით არ საჯაროვდება, მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ სპორტსმენი ოქტომბრის დასაწყისში მოკლეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, რადგან მის ოჯახს ემუქრებოდნენ და ყველაფრის გასაიდუმლოებას მოითხოვდნენ.

“ფრენბურთის ნაკრების ყველა მოთამაშე და დანარჩენი სპორტსმენი ქალები ცუდ მდგომარეობაში, სასოწარკვეთილებაში და შიშში არიან”, – განაცხადა მწვრთნელმა.