თბილისის მერობის არჩევნებში პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს მიერ მოპოვებული ხმათა პროცენტული მაჩვენებელი ჩატარებული 2 ეგზიტპოლის მიხედვით ასეთია:
ეგზიტპოლი „ფორმულას“ დაკვეთით, რომელიც Edison Research-მა ჩაატარა -1%
ეგზიტპოლი „იმედის“ დაკვეთით, რომელიც „გორბმა“ ჩაატარა – 0,6%
PIA.GE პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ირაკლი ფხაკაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი უფრო მეტი ხმის აღებას ელოდებოდნენ.
„რა თქმა უნდა ველოდებოდით, უფრო მეტსაც ველოდებოდით. ვფიქრობთ, რომ შედეგები შეიცვლება, ალბათ, ჩვენი პროცენტი უფრო მეტად აიწევს.
რაც, შეეხება სამომავლო გეგმებს, საპარლამენტო არჩევნებისთვის მოვემზადებით“, – განაცხადა ფხაკაძემ.

