“ვალერი გელაშვილმა თქვა, სააკაშვილს ვაპატიებო, ზურაბიშვილმა კი – არასდროსო” – კახა კოჟორიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს

"ვალერი გელაშვილმა თქვა, სააკაშვილს ვაპატიებო, ზურაბიშვილმა კი - არასდროსო" - კახა კოჟორიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს“ახალი თაობასთან” ინტერვიუში კახა კოჟორიძე აკრიტიკებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის არასდროს შეიწყალებს პრეზიდენტ სააკაშვილს:

– მომავალში მას შეუძლია თქვას, რომ შეიცვალა რაღაცა ვითარება, ეს საკითხი ისევ დაძრას. ეს მისი გადასაწყვეტი იქნება. თუმცა ფორმულირება და ასეთი აქცენტირება, რომ მე არასოდეს შევიწყალებ, არ იყო სწორი.

ვალერი გელაშვილის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც კითხვაზე, აპატიებ თუ არა მიხეილ სააკაშვილსო, ერთი წელი იჯდეს ციხეში და მერე ვაპატიებო. ვალერი გელაშვილი, რომელიც იყო მართლაც იმ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, როგორ არღვევდნენ ადამიანის უფლებებს. ერთ-ერთი საქმე ვალერი გელაშვილის საქმეა, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული და ვალერი გელაშვილმა თქვა, რომ ერთი წლის მერე მივუტევებო. ის კაცი, ვინც ასე მძიმედ იყო ნაცემი, ამბობს, რომ მე მას ვაპატიებ და პრეზიდენტი ამბობს, რომ მე მას არ შევიწყალებო. ხვდებით ხომ განსხვავებას?!

– შეწყალების გარდა კიდევ რა გზებს ხედავთ?

– შეწყალების გარდა, კიდევ არის ერთ-ერთი გზა, სასჯელის მოხდის გადავადება. მთავარი საკითხი არის პოლიტიკურ ნებაში. ჯერ უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება და მერე უკვე იურიდიული მექანიზმის მოფიქრება შესაძლებელია.

– “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია დღეს ამის პოლიტიკური ნება?

– დიახ, ასეა. შესაბამისად, პოლიტიკური ნება თუ არ არის, იურიდიული მექანიზმები რამდენიც არ უნდა იყოს, ის არ იქნება გამოყენებული. მოცემულ შემთხვევაში მთავარია პოლიტიკური ნების არსებობა-არარსებობა და არა იურიდიული წიაღსვლები.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა