ვაზისუბანში ნიკა მელია ბექა დავითულიანს დაუპირისპირდა – მელიას ხელი დაარტყეს

ვაზისუბანში ნიკა მელია ბექა დავითულიანს დაუპირისპირდა - მელიას ხელი დაარტყესვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს – ბექა დავითულიანსა და გიორგი ამილახვარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.

აღნიშნულ უბანზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შუქი ჩაქრა და ადგილზე ნიკა მელია მივიდა.

დაპირისპირება ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის გრძელდება.

ნიკა მელიას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნიკა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მას მოქალაქემ ზურგიდან ჩაარტყა. აღნიშნულს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

იპნ