ზუგდიდიდან ბათუმში სპეცრაზმი გადაიყვანეს

ზუგდიდიდან ბათუმში სპეცრაზმი გადაიყვანესშსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ასეული ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანეს – ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

იმისთვის, რომ ეს შესამჩნევი არ ყოფილიყო, თანამშრომლებს ბენზინები დაურიგეს და საკუთარი მანქანებითვე გაგზავნეს.

“მთავარის” ინფორმაციით, ბათუმში წაიყვანეს დაახლოებით 7-მდე “კობრას” ტიპის ჯავშანმანქანაც.

მობილიზაცია სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას უკავშირდება.