“37,5 ჰქონდა ტემპერატურა, ახველებდა…” – პუტინს COVID-19-ის დელტა შტამი დაუდასტურდა

“37,5 ჰქონდა ტემპერატურა, ახველებდა…” – პუტინს COVID-19-ის დელტა შტამი დაუდასტურდარუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ბლოგერი, პროფესორი ვალერი სოლოვეი ტვიტერზე წერს და დაძენს, რომ პუტინს დელტა შტამი აქვს.

სოლოვეის ამ ტვიტის პასუხად დაუწერეს, რომ ვლადიმირ პუტინი დღეს შსს-ს კოლეგიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სულაც არ ჰგავდა ავადმყოფს, მაგრამ პასუხად ჟურნალისტმა დაწერა:

“დიახ, გამოვიდა, ტემპერატურით 37,5, ახველებდა. ინტენსიურად მკურნალობენ, არავის უთქვამს, რომ სიკვდილის პირასაა”, – აღნიშნავს ჟურნალისტი და ხვალ, 19 ნოემბერს “თავისუფლებაზე” ყველა დეტალის გახმიანებას აანონსებს.

ოდიშინიუსი