დაახლოებით 50-მა მიგრანტმა ბელარუსის საზღვარზე თავდაცვის ზონა გაარღვია და პოლონეთში, სოფელ სტარჟინას მახლობლად შევიდა, – ინფორმაციას Reuters პოლონეთის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვითარება საზღვარზე სულ უფრო დაძაბული ხდება.
ათასობით მიგრანტი ევროკავშირში გადასვლის იმედით ბელარუსში გაემგზავრა, თუმცა საზღვარზე მობილიზებული სამხედრო პერსონალის გამო მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ვერ მოახერხეს. ადამიანებს რთულ პირობებში, სიცივესა და ყინვაში უწევთ საზღვარზე ღამის გათევა.
ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მიგრანტების მზარდი რაოდენობის გამო შექმნილი კრიზისი, შესაძლოა, სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
იპნ