„არ არის კატასტროფული, თუმცა არის საყურადღებო” –  ხუნდაძე  სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

„არ არის კატასტროფული, თუმცა არის საყურადღებო" -  ხუნდაძე  სააკაშვილის ჯანმრთელობაზე,,არ არის კატასტროფული თუმცა არის საყურადღებო” – ასე აფასებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ხუნდაძის განცხადებით, თუ საჭირო იქნება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სხვა ტიპის დაწესებულებაში, ეს არ წარმოადენს პრობლემას, თუმცა მანამდე ის რჩება გლდანი N18 სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას უტარდება სხვადასხვა ტიპის კვლევები.

,,საჭიროებს დამატებით კვლევებს და ეს კვლევები ჩატარდება, არაფერზე არ უნდა ითქვას უარი მიხეილ სააკაშვილის საზიანოდ, შეფასდება ყველაფერი რისი გაკეთება შეიძლება ადგილზე, რისი დამატება შეიძლება ასევე და თუ საჭირო გახდება, მისი გადაყვანაც მოხდება რა თქმა უნდა შესაბამის დაწესებულებაში.

ყველაზე მეტად ჩვენს ინტერესშია, რომ მისი სიცოცხლე იყოს შენარჩუნებული და ჩვენ არ დავუშვებთ არეულობის  შემოტანას იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც ახალისებენ  შიმშილობას თავიანთი შეძახილებით”, – განაცხადა ხუნდაძემ.