“არ მინდა დავიჯერო” – თბილისში ავარიაში ლაშა გოდერძიშვილი დაიღუპა

"არ მინდა დავიჯერო" - თბილისში ავარიაში ლაშა გოდერძიშვილი დაიღუპაგუშინ, 16 ნოემბერს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულია ლაშა გოდერძიშვილი.

პრაიმ ტაიმის ცნობით, ავარია მანქანის მოცურებამ გამოიწვია. ლაშა გოდერძიშვილი მძღოლის გვერდით იჯდა.

ფეისბუქში წერენ, რომ დაღუპული დედისერთა იყო.

“ჩემი მოსწავლე იყო… დღეს მთელი სკოლა ტიროდა, არ მინდა დავიჯერო” – წერს ბიჭის მასწავლებელი.