ავჭალაში ტაქსის საბურავები მოიპარეს

ავჭალაში ტაქსის საბურავები მოიპარესთბილისში, ავჭალის დასახლებაში, ავტომობილის საბურავები მოიპარეს. მეპატრონეს დილით ავტომობილი საბურავების ნაცვლად, აგურებზე დახვდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები ამ ტერიტორიაზე ხშირია.

“დილას გამოვედი დაახლოებით 7 საათზე და ასეთი ამბავი დამხვდა. მეზობელმა ქალმა თქვა,რომ დილის 6-ის ნახევარზე ჩაიარა და ერთ საბურავი ჰქონდა მოხსნილი, ვიფიქრე გაუფუჭდა და აკეთებსო. დანარჩენები მერე მოუხსნიათ. იყო პოლიცია და ანაბეჭდები აიღეს”, – თქვა ავტომობილის მეპატრონემ.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მთავარი