ბექა გოჩიაშვილი ჩიკ კორეას ტრიოში დაუკრავს

ბექა გოჩიაშვილი ჩიკ კორეას ტრიოში დაუკრავსცნობილი ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი დიდი წარმატების შესახებ წერს. ის ლეგენდარული მუსიკოსის, ჩიკ კორეას ტრიოში დაუკრავს, მის ნაცვლად.

ბექამ ამ თემაზე სტატუსი გამოაქვეყნა:

„ჩიკ კორეას ტრიოსთან, ჩიკ კორეას მაგივრად ვუკრავ – მე… 14 მარტს მექნება გამოსვლა JOHN PATITUCCI-სთან და DAVE WECKL-თან ერთად“

ჩიკ კორეა აღიარებული პიანისტი და კომპოზიტორი იყო. მის ანგარიშზე არაერთი „გრემია“. ის 2021 წლის თებერვალში გარდაიცვალა.

სიკვდილამდე ლეგენდარულმა მუსიკოსმა გამოაქვეყნა თავისი საყვარელი პიანისტების სია, სადაც ბექა გოჩიაშვილიც შეიყვანა.

ფორტუნა