შაბათს, 6 ნოემბერს, საზღვარგარეთ ქართველი შემტევების გოლები ვიხილეთ – გიორგი ბერიძემ უნგრეთში გაიტანა, დავით ვოლკოვმა კი აზერბაიჯანში სულაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში აუტსაიდერი “უიპეშტი” ლიდერ “პუშკაშ აკადემიასთან” 1:2 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი შეხვედრის 98-ე წუთზე გავიდა – გიორგი ბერიძემ თერთმეტმეტრიანით გაიტანა. 24 წლის შემტევი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, თასზე დუბლი შეასრულა, ჩემპიონატში უკვე 2 გოლის ავტორია. გიორგიმ კონფერენს ლიგაზე “ვადუცის” კარიც აიღო.
20 ნოემბერს “უიპეშტი” “დებრეცენს” უმასპინძლებს.
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა “ზირამ” აუტსაიდერ “საბაჰთან” დავით
ვოლკოვის წყალობით არ წააგო – 3:3. 26 წლის ქართველმა ფორვარდმა მასპინძლებს სამი გოლი გაუტანა – მე-5 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 1:3-ის შემდეგ კი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო. “საბაჰის” რიგებში მიხეილ ერგემლიძემ ითამაშა.
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგი ტური 20 ნოემბერს გაიმართება. ვოლკოვი, რომელიც 8 გოლით საუკეთესო ბომბარდირია, ამჯერად “სებაილის” კარის აღებას შეეცდება.
სპორტალი