ტყიბულში, ქვანახშირის კარიერის მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის მეუღლის განცხადებით, მისი ქმარი ქვანახშირის კარიერში სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობდა.
„მეუბნებიან, რომ ჩემი მეუღლე ცოცხალია, მაგრამ ჯერ არ ამოუყვანიათ. დაახლოებით 12:00-13:00 საათზე მოხდა შემთხვევა. ჩემი მეუღლე 64 წლისაა“,- განაცხადა ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცის მეუღლემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
ცოტა ხნის წინ მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 64 წლის ვიტალი ტურძილაძე ამოიყვანეს და ტყიბულის კლინიკაში გადაიყვანეს.
გრძელდება მეორე მოქალაქის ძებნა, რომელიც ასევე მიწის მასის ქვეშ არის მოყოლილი.
იპნ