“ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ ის არ არის ერთადერთი ლიდერი.
“რა მოხდა ამ 50 დღეში, რაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა, ის დაიჭირეს, ამან მოახდინა “ქართული ოცნების“ ამომრჩევლის კონსოლიდაცია, “ნაციონალურ მოძრაობას“ კი მისმა ჩამოსვლამ 18.000 ხმა შემატა, სწორედ ამდენით მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე.
დაიწყო შიმშილობა, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, ამ მოთხოვნის საწინააღმდეგოც არაფერი მქონდა, მაგრამ ამ მიზნით შიმშილობის დაწყების წინააღმდეგი ვიყავი.
არანაირი რეალისტური საფუძველი არ არსებობდა, რომ ივანიშვილს მიშა გაეთავისუფლებინა ან ამაში რომელიმე დასავლელ აქტორს დაეჭირა მხარი. გლდანში გადაყვანამდე დასავლეთისგან დიდი რეაქცია არც ყოფილა“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
“რეალობა არის ის, რომ ის არის პატიმარი ბიძინა ივანიშვილის ციხეში. როგორც გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ნიკა მელია ისხდნენ ციხეში, როგორც ბაჩო ახალაია ზის ახლა, ასე მოუწევს სააკაშვილსაც”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.
იპნ

