“დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია განმეორდებოდა” – კორპუსი ბაგებში აფეთქებას გადაურჩა

"დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია განმეორდებოდა" - კორპუსი ბაგებში აფეთქებას გადაურჩა“დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია განმეორდებოდა” – “თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის ინფორმაციით, ბაგებში, საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

მისივე განმარტებით, რომ არა ამ კორპუსში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის ზარი, შესაძლოა, დიდი ტრაგედია მომხდარიყო.

“ღამის 11 საათისთვის ვიგრძენით გაზის სუნი ბინაში, სხვა მეზობელმაც იგრძნო და დავიწყეთ გარკვევა, რაში იყო საქმე. ამასობაში დავრეკეთ 114-ში და ძალიან დროულირეაგირება მოჰყვა.

აღმოჩნდა, რომ ჩვენთან მე-3 სართულზე ერთ-ერთ ბინაში დაფიქსირდა ეს გაჟონვა და გადავრჩით სერიოზულ ტრაგედიას”, – უთხრა რუსთავი 2-ს კორპუსის მცხოვრებმა ელენე ქართველიშვილმა.

“ერთ-ერთ ბინაში დაგროვილი იყო დიდი რაოდენობის გაზი და პატარა პროვოცირების შემთხვევაშიც კი შეიძლებოდა მომხდარიყო გამოუსწორებელი სიტუაცია. ჩვენმა ბრიგადებმა ოპერატიულად იმოქმედეს საპატრულლო და სამაშველო სანსახურებთან ერთად და კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს”, – განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

“თბილისი ენერჯი” მოუწოდებს მომხმარებლებს, უარი თქვან ღია წვის კამერიან დანადგარებზე.

რუსთავი 2