ელენე ხოშტარია – “ძალიან საშიში ვითარება შემექმნა და ამიტომ გადასხმა მივიღე”

ელენე ხოშტარია - "ძალიან საშიში ვითარება შემექმნა და ამიტომ გადასხმა მივიღე"ანალიზებით რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ საჭირო იყო გადასხმა, მე გუშინ მივიღე პირველი გადასხმა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე თავს ვგრძნობ კარგად. ექიმების რჩევით მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს შეექმნება საფრთხე. ანალიზებმა აჩვენა, რომ რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ საჭირო იყო გადასხმა, მე გუშინ მივიღე პირველი გადასხმა, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, არ გავიკეთებ არც ერთ გადასხმას, რომელიც გააუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას, გავიკეთებ მხოლოდ იმ გადასხმას, რომელიც აგვარიდებს ან ლეტალური შედეგის დადგომას ან გონების დაკარგვას,“ – განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარია ამბობს, რომ უმრავლესობის დეპუტატების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მადლობელია.

„კომუნიკაცია მეტი აღარ ყოფილა. ძალიან გამიხარდა, რომ წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი შემეხმიანა. კომუნიკაცია აღარ ყოფილა და ის ვერც გაცდება მოკითხვას. მე არ მაქვს ილუზია, რომ დეპუტატები, ვინც აქ მოდიან, იღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ადამიანურ მოკითხვაზე ყველას მადლობელი ვარ.

ყველას მადლობელი ვარ, ვინც მოდის, კახა კუჭავას მადლობელი ვარ, რომ აქ სამედიცინო ბრიგადა მუდმივად არის, არც ოჯახის წევრებს, არც ჩემს მეგობრებს შეფერხებები არ აქვს, ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ რეალური განმუხტვა სიტუაციის სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაა,“ – განაცხადა ხოშტარიამ.

იპნ