ელენე ხოშტარიასთან “ოცნების” დეპუტატები მივიდნენ

ელენე ხოშტარიასთან "ოცნების" დეპუტატები მივიდნენოპოზიციონერ დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან, რომელიც უკვე მე-14 დღეა პარლამენტში შიმშილობს, უმრავლესობის დეპუტატები მივიდნენ. კერძოდ, ხოშტარიას ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ხვდება.

ცნობილია, რომ ელენე ხოშტარიასთან ასევე იმყოფებიან ექიმებიც, რომლებმაც მოშიმშილე დეპუტატს გადასხმა გაუკეთეს.

იპნ