ერაყის პრემიერი თავდასხმას გადაურჩა

ერაყის პრემიერი თავდასხმას გადაურჩაერაყელი სამხედროების განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ალ-კადიმი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა მას შემდეგ, რაც დრონი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დედაქალაქ ბაღდადში, მის რეზიდენციას დაუმიზნეს. ამის შესახები ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად კადიმის პირადი დაცვის რამდენიმე წევრი დაშავდა.

მომხდარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. მათი განცხადებით ისინი გმობენ თავდასხმას და ერაყს გამოძიებაში დახმარებას სთავაზობენ.

,,ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ერაყის უსაფრთხოების ძალებთან, რომლებსაც ევალებათ ერაყის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა და ვთავაზობთ დახმარებას ამ თავდასხმის გამოძიებისას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უშიშროების წარმომადგენლის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ უდგას თავდასხმას სათავეში.

„ახლა ნაადრევია იმის თქმა, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა“, – აღნიშნა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ისინი სადაზვერვო ანგარიშებს ამოწმებენ და პირველადი გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

იპნ